ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდი გახდა


დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდი გახდა
დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდი გახდა

ჩინეთი მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით - პირველ ადგილზეა

გაეროს განცხადებით, დედამიწაზე მოსახლეობის საერთო რაოდენობა 7 მილიარდი გახდა. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიურო ამ მოვლენას მარტში ელოდებოდა.

აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ღარიბ ქვეყანაში მოსახლეობა ხშირად ეკონომიკაზე სწრაფად იზრდება. თუმცა ამ ფონზე ევროპასა და იაპონიას დემოგრაფიული პრობლემები აწუხებს.

გასულ საუკუნეში, კერძოდ კი 1999 წლის 19 ოქტომბრისთვის დედამიწაზე ექვსი მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წელს პლანეტის მოსახლეობა ცხრა მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო 21 საუკუნის დასასრულს ეს რიცხვი 10 მილიარდს მიაღწევს.

დღესდღეობით ჩინეთი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა და იქ სამ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ექსპერტების აზრით, მზარდი შობადობის შედეგად ინდოეთის მოსახლეობა მალე მილიარდნახევარი გახდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალაგაზრდობა შეადგენს, მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანების რაოდონობამ განსაკუთრებით მაღალია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ინდოელებისთვის ამ ფაქტს განსაკუთრებული პრიორიტებები არ მიუნიჭებია და იქაც, ისე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დასაქმების ბაზარს პრობლემები აქვს. პრობლემებია ინდოეთს ჯანმრთელობის სფეროშიც. აქ არასრულწლოვანთა ნახევარზე მეტს არასრულფასოვანი კვება აქვს და ნორმალურ სასკოლო განათლებას ვერ ღებულობს. სარა კოუვი ახალ დელიში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმოამდგენელია:

„ბავშვებს ინდოეთში საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამჟღავნება არ შეუძლიათ. ქვეყანაში ყოველწლიურად დაწყებით სკოლაში ორასი მილიონი ბავშვი შედის, თუმცა მათგან მხოლოდ ათუ პროცენტი ახერხებს სკოლის ატესტატის აღებას"

მაიკლ რუტკოვსკი სამხრეთ აზიაში ჰუმანური განვითარების დეპარტამენტის დირექტორია. მისი თქმით, დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის შვიდ მილიარდამდე გაზრდა ახალი გამოწვევების მანიშნებელია:

„ჩემი აზრით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ეს ღირშესანიშნავი მოვლენა და გლობალურ პრობლემებს რეალურად შეხედოს. დროა გენდერული თაანსწორობას, ბავშვთა სრულფასოვან კვებას თუ ჯანმრთელობის მომსახურებას უფრო მეტი ყურადღება მიენიჭოს იმ ქვეყნებში სადაც ეს ადამიანებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“

XS
SM
MD
LG