ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის მორიგი გამაჯვება


ერდოღანის მორიგი გამაჯვება
ერდოღანის მორიგი გამაჯვება

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ მესამე უპრეცედენტო ვადით მოიპოვა გამარჯვება.

პრემიერ მინისტრმა რეჟებ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა, რომ დღევანდელი დღე თურქეთის, დემოკრატიისა და სტაბილურობის გამარჯვებაა, ისევე როგორც თურქეთის მთელი მოსახლეობის წარმატება.

ერდოღანმა ამომრჩევლების ხმების 50 პროცენტზე მეტის მიღება შესძლო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობისა და კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად მის პარტიას 40 ადგილი დააკლდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილობრივი წარუმატებლობა განპირობებულია პრო-ქურთული პარტიის კანდიდატების მიერ მმართველი პარტიის კანდიდატთა დამარცხებით. პრო-ქურთულ პარტიას ახალ პარლამენტში 30 ადამიანი ეყოლება.

XS
SM
MD
LG