ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის სამხრეთში 55 ადამიანი დაიღუპა


ორთაბრძოლაში მძიმე ტექნიკა, არტილერია და სარაკეტო დანადგარები იყო გამოყენებული

იემენის ოფიციალურ პირთა განცხადებით ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე სასტიკ დაპირისპირებებს, რომელიც სამთავრობო შენაერთებს და ალ-ყაიდას შორის მიმდინარეობს, 35 ჯარისკაცი და 20 სამხედრო დაჯგუფების წევრი შეეწირა.

კვირას მომხდარი შეტაკება უკანასკნელ დღეებში მანქანებში დამონტაჟებული ბომბების ამოქმედების შედეგად მომხდარ რამდენიმე აფეთქებას მოჰყვა, რომელსაც ორივე მხრიდან მსხვერპლი ახლდა. ორთაბრძოლაში მძიმე ტექნიკა, არტილერია და სარაკეტო დანადგარები იყო გამოყენებული.

იემენის ხელისუფლება სიტუაციის გამწვავებას ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ალ-ყაიდას აბრალებს. გასულ თვეში ძალაუფლება ყოფილი პრეზიდენტის, სალეჰის თანაშემწემ, აბედ რაბო მანსურ ჰადიმ გადაიბარა. 25 თებერვალს პრეზიდენტი ჰადის ინაუგურაციას სულ რამდენიმე საათში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება მოჰყვა, რომელმაც აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში 26 ჯარისკაცის დაღუპვა გამოიწვია.



XS
SM
MD
LG