ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კენედის მკვლელობიდან 47 წელი გავიდა


ჯონ კენედის მკვლელობიდან 47 წელი გავიდა
ჯონ კენედის მკვლელობიდან 47 წელი გავიდა

ჯონ კენედი ლიი ჰარვი ოსვალდმა მოკლა, თუმცა იგი სასამართლოს წინაშე ვერ წარსდგა.

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის - ჯონ კენედის მკვლელობიდან 47 წელი შესრულდა.

1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის ქალაქ დალასში, ჯონ კენედს მაშინ ესროლეს, როდესაც იგი ღია მანქანით მგზავრობდა.

ჯონ კენედი 46 წლის იყო. იგი დალასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კი ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს დაეკისრა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯონ კენედი ლიი ჰარვი ოსვალდმა მოკლა, თუმცა ის სასამართლოს წინაშე ვერ წარსდგა. ოსვალდი კენედის მკვლელობიდან ორ დღეში, დალასის ღამის კლუბის მეპატრონემ ჯეკ რუბიმ მოკლა.

კენედის მკვლელობის გარშემო, შეთქმულების ბევრი თეორია განვითარდა. ჯონ კენედი ვაშინგტონთან ახლოს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეა დაკრძალული.

XS
SM
MD
LG