ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყალბი მესიჯი თვითერზე


ყალბი მესიჯი თვითერზე

ჰაკერებმა „ფოქსნიუსის“ გვერდს შეუტიეს

შეერთებული შტატების სპეცსამსახურები სოციალურ ქსელ „თვითერზე“ კიბერშეტევის ფაქტს იძიებენ. ამის მიზეზი კი „თვითერზე“ „ფოქს ნიუსის“ გვერდზე მცდარი შეტყობინების განთავსება აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოკლეს. საიდუმლო სამსახური, რომლის მოვალეობაც ქვეყნის პრეზიდენტების დაცვაა, აცხადებს, რომ სპეციალისტები ამ საკითხს იკვლევენ. ჰაკერებმა თვითერზე ფოქს ნიუსის გვერდი გუშინ გატეხეს და ექვსი შეტყობინება დადეს. ექვსივეში ნათქვამი იყო რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოკლეს. გუშინვე სპეციალური განცხადაბა გააკეთა „ფოქს ნიუსმა,“ სადაც აღნიშნულ შეტყობინებას ყალბი უწოდა.

XS
SM
MD
LG