ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანეთში ამ ორგანიზაციის კიდევ 4 ჯარისკაცი დაიღუპა.
ნატოს ინფორმაციით, ორი ჯარისკაცი სხვადასხვა შეტაკებების დროს მოკლეს, კიდევ ორიც მათგანი კი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
ბრიტანელმა სამხედროებმა ერთი საზღვაო ქვეითის და ერთი ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურეს, კიდევ ერთი დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცი აღმოჩნდა.
ავღანეთში ინტერნაციონალურ სამხედრო დაჯგუფებას ყველაზე მეტ ზიანს გზისპირას ჩადებული ნაღმები აყენებენ.
ამასობაში, ჰელმანდის პროვინციაში ავღანელმა და კოალიციურმა ძალებმა 38 მილიონი დოლარის ნარკოტიკები ამოიღეს.