ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის ძალებს 4 დღე მისცეს იარაღის დაყრისათვის


კადაფის ძალებს 4 დღე მისცეს იარაღის დაყრისათვის
კადაფის ძალებს 4 დღე მისცეს იარაღის დაყრისათვის

როგორც ლიბიიის დროებითი საბჭოს ლიდერმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა განაცხადა ოპოზიციის ძალები ქალაქ სირტეზე შეტევას დაიწყებენ თუ კადაფის ძალები შაბათისთვის იარაღს არ დაყრიან.

ოპოზიციის მებრძოლები ამბობენ, რომ ემზადებიან კადაფის მომხრეთა მიერ დაკავებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ჯერ-ჯერობით არავის უნახავს არც კადაფი და არც მისი ვაჟიშვილები რაც მეამბოხეებმა გასულ კვირას ტრიპოლი დაიკავეს. ზოგს მიაჩნია, რომ კადაფი ქვეყნის სამხრეთში აფარებს თავს. ორშაბათს ალჟირმა კადაფის ოჯახის წევრებს, კერძოდ მის მეუღლეს საფიას, ქალიშვილს აიშას და მის ორ ვაჟიშვილს მოჰამედს და ჰანიბალს უფლდება მისცა ლიბიიდან ალირში ჩასულიყვნენ.

XS
SM
MD
LG