ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ოპოზიციას ავიწროვებენ


სირიაში ოპოზიციას ავიწროვებენ

სირიის უშიშროების სამსახურმა ბოლო სამი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი კაცი დააკავა.

სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სირიის ქალაქებში ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიმართავს და აკავებენ ყველას ვისაც პოტენციურად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო აქციებში. ადამიანის უფლებათა ქომაგების სხვა ჯგუფები, საერთაშორისო ამნისტიის ჩათვლით ამტკიცებენ, რომ დაკავებულთ სასტიკად ცემენ. დაკავებულთა შორის არიან ქალები, მოზარდები და მოხუცები. ასობით ადამიანს სახელმწიფოს პრესტიჟისადმი ძირის გამოთხრის ბრალდება წაუყენეს, რასაც შეიძლება სამი წლით თავისუფლების განაჩენის აღკვეთა მოჰყვეს თან. მიუხედავად მკაცრი ზომებისა საპროტესტო გამოსვლები მაინც გრძელდება.

XS
SM
MD
LG