დღეს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფიდან ოცდამეხუთე წლისთავი აღნიშნეს.
მაშინ, როცა იაპონია ჯერ კიდევ ცდილობს ცუნამით მიყენებული ზარალისა და ბირთვული კრიზისიდან გამოსვლას, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანას მსოფლიოში არ შეუძლია მსგავს კატასტროფასთან მხოლოდ საკუთარი ძალებით ბრძოლა.
დმიტრი მედვედევმა კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ერთიანი ბირთვული უსაფრთხოების ზომები გაატაროს, რაც ჩერნობილისა და ფუკუშიმას მსგავსი ავარიების თავიდან აცილებას გახდის შესაძლებელს.