ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ბრძოლები მიმდინარეობს


ლიბიაში ბრძოლები მიმდინარეობს
ლიბიაში ბრძოლები მიმდინარეობს

ლიბიის დასავლეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ამბოხებულები ქალაქ ზლიტადან სამთავრობო ძალების განდევნას და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლის დაწესებას ცდილობენ.

საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამბოხებულები ქალაქის ცენტრს უახლოვდებიან.

ამ ფონზე მსოფლიოში უკვე 30-ზე მეტმა ქვეყანამ ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო ქვეყნის დროებით ხელისუფლებად აღიარა. მათ შორისაა შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა საერთაშორისო თანამეგობრობა ლიბიაში ამბოხებულების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და ქვეყნის ოპოზიციას „ტერორისტთა ჯგუფი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG