სირიის მთავრობამ ახალი კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს რეგისტრაციაში გავლის საშუალება ეძლევათ. ამით კი შეიცვალა 1963 წლის კანონი რომლის თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ ბაათის პარტია უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ „სანამ“ გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კანონი არის პოლიტიკური რეფორმების პროგრამის ერთი ნაწილი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყოს დაფუძნებული რელიგიურ, ტომობრივ და რეგიონალურ საწყისებზე. ასევე ახალი პარტიები არ იყოს კავშირში არა-სირიულ დაჯგუფებებთან და პარტიები არ უნდა ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. სირიაში უკვე სამი თვეა, რაც საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიცია ასადის ავტორიტარულ მმართველობას აპროტესტებს. გუშინ პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დამასკოს პოლიციის ყოფილი შეფი გენერალი სამირ ალ-შეიკი აღმოსავლეთში მდებარე ნავთობით მდიდარი პროვნციის დეირ ალ-ზორის მმართველად დანიშნა. ორი დღის წინ მძლავრი საპროტესტო აქციები სწორედ ამ რეგიონში მიმდინარეობდა.
პოპულარული
1