ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისკონსინის არჩევნები


გამაფრთხილებელი სიგნალი დემოკრატებისთვის

ვისკონსინის შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, სკოტ ვოკერმა მის შესაცვლელად მოწყობილ ვადამდელ არჩევნებში კვლავ გამარჯვება მოიპოვა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კენჭისყრის შედეგებს აუცილებლად ექნება გავლენა ნოემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.

სამშაბათს დანიშნულ ვადამდელ არჩევნებში ვისკონსინის გუბერნატორის დამარცხებას ბევრი ელოდა.

„ამომრჩევლებს რეალურად სურთ ლიდერი, რომელიც მტკიცე გადაწყვეტილებებს მიიღებს“- განაცხადა სკოტ ვოკერმა.

მისმა გადაწყვეტილებამ შტატის ბიუჯეტის შემცირების შესახებ დემოკრატების და პროფკავშირების გაღიზიანება გამოიწვია. ამას კი ვისკონსინის შტატში საპროტესტო აქციები მოყვა, სადაც გაისმა მოწოდებები ვოკერის გადაყენების და მის ადგილზე მილუოკის მერის, დემოკრატი ტომ ბარეტის არჩევის შესახებ.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შტატის ვადამდელ არჩევნებში ვოკერის გამარჯვებამ რესპუბლიკელთა გამხნევებას და წახალისებას შეუწყო ხელი, რასაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი აზრით აუცილებლად ექნება გავლენა.

ჯონ ფორტერი ვაშინგტონში მდებარე ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის დირექტორია.

„მიტ რომნი ვისკონსინიდან იმ ხმებს აიღებს, რომელიც დანახარჯების, ვალის და დეფიციტის კონტროლის შესახებ რესპუბლიკელთა პოზიციას ამართლებს,“ - აცხადებს ფოსტერი.

ვისკონსინის შედეგები, ასევე, აღიქმება გამაფრთხილებელ სიგნალად დემოკრატებისთვის და პირადად პრეზიდენტ ობამასთვის. რომნის კამპანია, გარკვეულწილად ვისკონსინის შედეგებზე იქნება დაფუძნებული.

„შეხედეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაცმა დაკარგა იდები და თავის გამართლებასაც ვერ ახერხებს და 2012 წელს ჩვენ მის გადარჩევას უნდა მივცეთ ხმა,“ - განაცხადა მიტ რომნიმ პრეზიდენტ ობამას შესახებ.

თუმცა, სოციოლოგიური გამოკითხვებით პრეზიდენტს კვლავ გააჩნია უპირატესობა მიტ რომნისთან შედარებით. ამის შენარჩუნებას ობამა ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის დახმარებით ცდილობს. ის ექს-პრეზიდენტთან ერთად ამომრჩევლების წინაშე წარდგა.

„ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით თავდაუზოგავად რათა გემი სწორი მიმართულებით წასულიყო. ჩვენ არ ვაპრებთ უკანსვლას. ჩვენ წინ ვივლით,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

თუმცა, გელაპის გამოკვლევებით, ნოემბრის არჩევნებზე გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკა იქნება.

XS
SM
MD
LG