ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საინვესტიციო ფონდმა ახალი განცხადება გამოაქვეყნა

რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობამ გამოძიება დაიწყო. მაგნიტსკი დასავლური საინვესტიციო ფონდის იურისტი იყო. ფონდმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მაგნიტსკის გარდაცვალებაში ციხის პერსონალი დაადანაშაულა, რომელთაც პატიმრის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 37 წლის სერგეი მაგნიტსკი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან მთავრობის ჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა. ის 2009 წლის ნოემბერში ციხეში გარდაიცვალა. საინვესტიციო ფონდის მოხსენებაში, რომელსაც ხელს აწერს ამერიკელი ინვესტორი უილიამ ბროვდერი, ნათქვამია, რომ მაგნიტსკის სამედიცინო დახმარებაზე უარი ყველა სამთავრობო უწყებამ უთხრა.

XS
SM
MD
LG