ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იყო 2010 წელი კლიმატური ცვლილებების თვალსაზრისით


როგორი იყო 2010 წელი კლიმატური ცვლილებების თვალსაზრისით
როგორი იყო 2010 წელი კლიმატური ცვლილებების თვალსაზრისით

როგორც აშშ-ს მეტეოროლოგიური ცენტრი ამტკიცებს, მას შემდეგ, რაც 1880 წელს დაიწყეს ატმოსფერული ცვლილებების ფიქსირება თავისუფლად შეიძლება განვაცხადოთ ის, რომ 2010 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო დედამიწისათვის. როგორც ჩვენთან საუბარში მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჯონათან ლეშმა განაცხადა, ის რაც წელს ვნახეთ უდაოდ შეიძლება იქნას აღქმული,როგორც მსოფლიოში ატმოსფეროს დათბობის გაძლიერების ნიშანი:

-„ მასოფბრივი ხანძრები ციმბირის ტყეებში, უპრეცედენტო დიდი წყალდიდობა პაკისტანში, გრენლანდიის ყინულის საფარის დიდი ნაწილის გალღობა - ყველაფერი ეს ესადაგება იმას, რასაც მეცნიერები წინასწარმეტყველებდნენ გლობალური დათბობის კონტექსტში.“

როგორც გარემოს დაცვის დამოუკიდებელი სპეციალისტი ლესტერ ბრაუნი აცხადებს რუსეთში უამინდობამ, გვალვამ და ტყის ხანძრებმა შედეგად მოიტანა მარცვლეულის მოსავლის 40%-ით დაქვეითება.

-„ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. სახელმწიფო, რომელიც გასულ წელს ხორბლის მსოფლისო უმსხვილესი ექსპორტიორი იყო, წელს კრძალავს ხორბლის ექსპორტს და ხდება ხორბლის იმპორტიორი სახელმწიფო. „

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ პაკისტანში ივლისში უპრეცედენტოთ ცხელი ამინდები იდგა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა.

აღსანიშნავია ის, რომ სწორედ 2010 წელს ჩინეთმა აშშ-ს გაუსწრო ენერგეტიკული რესურსების მოხმარებაში. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი აშშ-საც კი უსწრებს გამონაბოლქვის სიდიდით, რაც სათბურის ეფექტს იწვევს დედამიწაზე.

1910 წელს 192 სახელმწიფოს წარმომადგენელი მუხლჩაუხრელად მუშაობდა საერთაშორისო პაქტზე, რომელმაც უნდა შესცვალოს კიოტოს პროტოკოლი კლიმატურ ცვლილებებზე, რომელსაც ვადა 2012 წელს გასდის. მექსიკის ქალაქ კანკუნში გაეროს უმაღლესი დონის შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად უნდა შემცირდეს გამონაბოლქვი აირები და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მსოფლიოს ტყეების დაცვისათვის. მათვე იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ 2020 წლისათვის გამლოჰყონ 100 მილიარდი დოლარი, რათა ღარიბმა სახელმწიფოებმა შესძლონ კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტირება.

2010 წელს კიდევ აღსანიშნავია კატასტროფული მოვლენა გარემოს დაცვის კუთხით, რომელსაც მექსიკის ყურეში ჰქონდა ადგილი. აპრილის თვეში ადგილი ჰქონდა აფეთქებას ნავთობის მოპოვების პლათფორმაზე, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამას მოჰყვა თითქმის 5 მილიონი ბარელი ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში. მხოლოდ ივლისში მოხერხდა ასე თუ ისე ამ გაჟონვის შეჩერება. როგორც

აშშ-ს სანაპირო დაცვის ადმირალი პოლ ზუკუნფი აცხადებს დღესაც დაახლოებით ცხრა ათასი ადამიანი ნავთობისაგან დაბინზურებული წყლისა და სანაპიროების გაწმენდაში აქტიურადაა ჩაბმული. გარემოს დაცვის კუთხით საინტერესოა ის, რომ 2000 წელს ნორვეგიამ ერთი მილიარდი დოლარი გაიღო, რათა შესძლონ ინდონეზიის ტყეების დაცვა.

XS
SM
MD
LG