ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გაზეთის კომერსანტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის უშიშროების სამსახურმა ჩაშალა ჩრდილო კავკასიელ მეამბოხეთა მცდელობა აეფეთქებინათ სამგზავრო მატარებელი მოსკოვსა და სანკ პეტერბურგს შორის.

გაზეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს გასულ თვეს გადასცა. ინფორმაციის თანახმად მეამბოხეთა დაჯგუფება, რომელსაც სათავეში ედგა ყაბარდო- ბალყარელი ნაღმის შექმნას ცდილობდა, რომლის გამოყენებასაც ჯგუფი მოსკოვიდან დაახლოებით 20 კმ-ში რკინიგზის ლიანდაგის ასაფეთქებლად გამოიყენებდა. ჯგუფის დანარჩენი წევრები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან არიან.

XS
SM
MD
LG