ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ნიგერიაში


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ნიგერიის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს ქალაქ ბაუჩიში ეკლესიაზე თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მრავალი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა, როგორც ცნობილია ნიგერიაში ქრისტიანულ ეკლესიებზე შეტევებს ისლამისტური დაჯგუფება ბოკო ჰარამი ახორციელებს. აღნიშნული ორგანიზაცია მრავალ შეტევაშია ბრალდებული. მათ შორისაა შობა დღეს განხორციელებული აფეთქებები, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG