ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერილენდში საპროტესტო აქციები გაიმართა


აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა სამიტზე სასოფლო სამერუნეოს სფეროში ჩადებული ინვსტიციების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კემპ დევიდში დიდი რვიანის სამიტის დასრულებასთან ერთად მერილენდის შტატის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია ჩატარდა. დემონსტრანტებს ანტი-სამთავრობო მოძრაობის ეთიოპიელი აქტივისტებიც შეუერთდნენ. ისინი შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებიდან მერილენდის შტატში იმ მიზნით ჩამოვიდნენ, რომ ეთიოპიის პრემიერ მინისტრის მელეს ზენავის 21 წლიანი მართველობა გააპროტესტონ.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ეთიოპიას დიდი ხანია დახმარების ხელს უწვდის, თუმცა ეთიოპიის ლიდერს თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვაში ედება ბრალი.

აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა სამიტზე სასოფლო სამერუნეო სფეროში ჩადებული ინვსტიციების პერსპექტივებზე ისაუბრეს. თუმცა როგორც ეთიოპიელი აქტივისტები აცხადებენ, ქვეყნის დასახმარებლად გაცემული თანხები დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს და ეთიპოიის მთავრობა მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

XS
SM
MD
LG