ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის არჩევნები


ექსპერტების ვარაუდით, სარკოზის არც რადიკალურად მემარჯვენე ფრთის ეროვნული პარტიის მხარდაჭერა უშველის.

საფრანგეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ექსპერტები მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მონაწილეობის კლასიკურ სანახაობად მიიჩნევენ. საერთაშორისო ურთიერთობების, ფრანგული ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი დომინკ მოისი კი, ამბობს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დაწყებულ კამპანიაში პიროვნული დაპირისპირების ელემენტებსაც ხედავს:

“თუ გინდათ ცოტათი მაინც გამოიცნოთ, გეტყვით, რომ ეს ადამიანები ნიკოლა სარკოზი და ფრანსის ჰოლანდი გახლავთ. ჰოლანდი საოცარი ენერგიის მატარებელია, მაგრამ ამავე დროს ნერვიული. რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის იგი ცდილობს ეს არჩევნები განსაკუთრებულად წარმოაჩინოს.”

5 წლის შემდეგ ბატონი სარკოზი საფრანგეთის მოქალაქეების წინაშე კვლავ შეუსრულებელი დანაპირებით წარსდგა. ყველაზე მეტად მისი დანაპირები ეკონომიკის გაუმჯობესების შესახებ არ გამართლდა.

ჩარლზ კუპჩაკი საგარეო ურთიერთობების საბჭოს ექსპერტია, რომელიც ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ორი მიზეზის გამო მწვავე გამოწვევა ელის არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობისას:

“პირველი ისაა, რომ ეკონომიკური პირობების გამუჯობესება სარკოზიმ ვერ შეძლო. თავის დროზე მან ფრანგებს პირობა მისცა, რომ ფრანგული ბაზრის ლიბერალიზაციას მოახდენდა; ამ მხრივ, თითქოს გარკვეული ნაბიჯბიც გადაგა, გაზარდა საპენსიო ასაკი, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპი ისევ დაბალ მაჩვენებელზეა. მეორე მიზეზი ისაა რომ სარკოზიმ ამომრჩევლის თვალში პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა.”

ამ შეფასებას ექსპერტი დომინიკ მოისიც ეთანხმება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ბატონ სარკოზის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის კანდიდატთან - ფრანსის ჰოლანდთან წაგებას უწინასწარმეტყველებენ.

ექსპერტების ვარაუდით, სარკოზის არც რადიკალურად მემარჯვენე ფრთის ეროვნული პარტიის მხარდაჭერა უშველის. უფრო მეტიც, პარტიის ლიდერი - მარინ ლეპენი, რომელიც არჩევნების პირველივე რაუნდში მესამე ადგილზე გავიდა, არც სარკოზის და არც ჰოლანდის სასარგებლოდ იმოქმედებს არჩევნებში:

“მისი მიზანი სარკოზისთან პაექრობაა და მემარჯვენე ფრთის რეკონსტრუქციაა საკუთარი პარტიის უპირატესობის ხარჯზე. ივნისში დაგეგმილ მესამე რაუნდსაც სწორედ ამ მნიშვნელობით ელოდეიან, სადაც ქალბატონი ლ პენი თავისი პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობის დამტკიცებას კიდევ ერთხელ შეეცდება -” აღნიშნავს ექსპერტი მოისი.

რაც შეეხება კვირას მოახლოებულ საპრეზიდენტო კენჭისყრას, მოისი და ასევე სხვა ექსპერტები ირონიულად ამბობენ, რომ ფრანგების უმეტესობა, ფრანსის ჰოლანდს იმ უბრალო მიზეზის გამო არ მისცემს ხმას, რომ თავდაპირველად მისი პოლიტიკა არ მოსწონთ და მეორე, ის არც ნიკოლა სარკოზია.

XS
SM
MD
LG