ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარუმატებელი მოლაპარაკება


თავის დროზე აშშ-მა ბოდიში არ მოიხადა, რასაც პაკისტანის მხრიდან ავღანეთში ნატოს ჯარების სახმელეთო მომარაგების გზის გადაკეტვა მოჰყვა

ცნობილი ამერიკული გაზეთის - „ნიუ-ორკ თაიმსის“ ინფორმაციით, დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის წარუმატებლად ჩაიარა. გაზეთის თანახმად, შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში მარკ გროსმენმა, პაკისტანის დედაქალაქი ორდღიანი უშედეგო მოლაპარაკებების გამო უკვე დატოვა.

მოლაპარაკებები შეერთებული შტატების მიერ ნოემბერში განხორციელებული საჰაერი დაბობვის გამო, 24 პაკისტანელის დაღუპვის ირგვლივ მიმდინარეობდა.

თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა მომხდარ ფაქტზე ბოდიში არ მოიხადა, რასაც პაკისტანის მხრიდან ავღანეთში ნატოს ჯარების სახმელეთო მომარაგების გზის გადაკეტვა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG