ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ულტრა-მემარცხენეების ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი კი სავარაუდოდ მეოთხე ადგილს დაიკავებს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მთავარი მეტოქე სოციალისტი ფრანსუა ოლანდია. ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სარკოზი კონკურენტს რამდენიმე პუნქტით ჩამორჩება.

რაც შეეხება ულტრა-მემარჯვენეების ლიდერს მარინ ლე პენს, ამას მესამე ადგილს გასვლას უწინასწარმეტყველებენ. ულტრა-მემარცხენეების ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი კი სავარაუდოდ მეოთხე ადგილს დაიკავებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, გამარჯვებული პირველ ტურში ვერ გამოვლინდება. ასეთ შემთხვევაში მეორე ტური 6 მაისს გაიმართება. საფრანგეთში მოქმედი კანონის მიხედვით, მედიასაშუალებებს საარჩევნო უბნების დახურვამდე მედიასაშუალებებს წინასწარი შედეგების გამოქვეყნება ეკრძალებათ.

XS
SM
MD
LG