ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასჯელი დაუდევრობისთვის


სასჯელი დაუდევრობისთვის
სასჯელი დაუდევრობისთვის

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის "რენა" წყალქვეშა კლდეს 5 ოქტომბერს შეეჯახა.

ახალი ზელანდიის წყლებში მცურავი გადამზიდი გემის კაპიტანი და მეორე ოფიცერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ გარემოს დაბინძურებაში საკუთარი პასუხისმგებლობის დაფარვა ედებათ ბრალად.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის "რენა" წყალქვეშა კლდეს 5 ოქტომბერს შეეჯახა. ავარიის შედეგად 400 ტონა ნავთობი წყალში ჩაიღვარა, რის შედეგადაც ათასობით სხვადახვა სახეობის თევზი და ფრინველი დაიხოცა.

გემის ეკიპაჟის ორივე წევრი სასამართლომ ხომალდის დაუდევარ მართვასა და საბუთების დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.

მას მერე, რაც ეჭვმიტანილებს 5 მაისს განაჩენი გამოუცხადდებათ, სასამართლო მათ ვინაობას გაამჟღავნებს.

XS
SM
MD
LG