ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაბიჯი პროგრესისკენ


ნაბიჯი პროგრესისკენ

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჩრდილოეთ კორეის საქციელი ნაკლებად პროგნოზირებადია, ეს გადაწყვეტილება არსებულ რეალობაში გარკვეულ პროგრესს შეიტანს.

ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დროებით შეაჩერებს ბირთვულ საქმიანობას, ბალისტიკური რაკეტების გამოცდას და ურანის გამდიდრებას.

ეს გადაწყვეტილება წინ უძღოდა აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ წარმომადგენელთა შეხვედრებს ფხენიანში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კინ ჩენ ირის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ შედგა.

თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა და მას "პოზიტიური პირველი ნაბიჯი" უწოდა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ფხენიანმა ამის შემდეგ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჩრდილოეთ კორეის საქციელი ნაკლებად პროგნოზირებადია, ეს გადაწყვეტილება არსებულ რეალობაში გარკვეულ პროგრესს შეიტანს.

XS
SM
MD
LG