ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


თავდასხმა პაკისტანში
თავდასხმა პაკისტანში

პეშევარი პაკისტანის უკონტროლო რეგიონთან ახლოს მდებარეობს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტები პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს. ინციდენტის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა.

ხელისუფლების განცხდებით, ქალაქ პეშევარში სამი თავდამსხმელი ხელყუმბარებით და ავტომატური იარაღით იყვნენ შეიარაღებული. პოლიციის სადგურში შეჭრის შემდეგ, მათ ცეცხლი გახსნეს და ასაფეთქებლებს დეტონირება მოუხდინეს.

პეშევარი პაკისტანის უკონტროლო რეგიონთან ახლოს მდებარეობს, სადაც სავარაუდოდ ალ ყაიდასთან დაკავშირებული თალიბები არიან გამაგრებული.

XS
SM
MD
LG