როგორც ამერიკის საელჩო აცხადებს, ნიგერიის ნავთობით მდიდარ რეგიონში დაკავებული 50 წლის ამერიკელი მამაკაცი გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების დეტალები ცნობილი არ არის.
მისი დატყვევების დროს გამტაცებლებმა მანქანის მძღოლი მოკლეს. ეჭვმიტანილები დაუკავშირდნენ კომპანიას, სადაც გატაცებული მუშოაბდა და გამოსასყიდი თანხა, კერძოდ კი 300 000 დოლარი მოითხოვეს. გადაიხადა თუ არა კომპანიამ თანხა უცნობია.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტამ გააკეთა განცხადება, სადაც ამერიკის მოქალაქეებს ნიგერიის დელტას რეგიონში მოგზაურობისგან თავშეკავება ურჩია.