"კოდაკის" კომპანიის ამერიკულმა წარმომადგენლობამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
132- წლიანმა კომპანიამ, რომლის მიერ წარმოებულ ფოტო და ვიდეო კამერებს ერთ დროს ქვეყანაში პირველი ადგილი ეკავა, 2007 წლიდან მძიმე ფინანსური კრიზისი განიცადა. შესაბამისად "კოდაკმა" თანამშრომელთა რაოდენობაც შეამცირა და 60,000 ადამიანიდან მხოლოდ 7, 000 დატოვა.
საქმიანობას აგრძელებენ "კოდაკის" უცხოური ფილიალები.