ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლების ცნობით აფეთქება ქალაქ ბასრასთან შიიტი მლოცველების ჯგუფზე განხორციელდა.

ტერაქტი მოხდა ერაყში. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად ქვეყნის სამხრეთში 53 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ხელისუფლების ცნობით აფეთქება ქალაქ ბასრასთან შიიტი მლოცველების ჯგუფზე განხორციელდა. ტერაქტი პოლიციის შენობასთან მოხდა, რომელიც შიიტური სამოლცველოსკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.

აფეთქება მაშინ განხორციელდა, როდესაც შიიტების ჯგუფი სამლოცველოსკენ მიემართებოდა. ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების არმიის ნაწილებმა დატოვეს.

XS
SM
MD
LG