ოთხშაბათს რუსეთის ოპოზიციის ლიდერი სერგეი უდალცოვი ერთი თვის პატიმრობის შემდეგ მოსკოვის ციხიდან გათავისუფლდა.
უდალცოვს ციხესთან შეკრებილი მხარდამჭერები ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები მოსკოვში 4 თებერვალს განახლდება.
უდალცოვი და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რუსეთის პოლიტიკური სისტემა კორუმპირებულია.