ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონალური ბლოკის წევრები კარაკასში შეიკრიბნენ


რეგიონალური ბლოკის წევრები კარაკასში შეიკრიბნენ
რეგიონალური ბლოკის წევრები კარაკასში შეიკრიბნენ

აშშ ლათინურ ქვეყნებთან თანამშრომლობას ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის საშუალებით გააგრძელებს.

დღეს კარაკასში ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნების(CELAC) ახალი რეგიონალური ბლოკის ინაუგურაცია გაიმართა. ბლოკში ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის გარდა, 33 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული.

ინაუგურაციას კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო და ბრაზილიის ლიდერი დილმა რუსეფიც დაესწრნენ.

სახელმწიფო დეპარტმანეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ბლოკის წევრი არ არის, ლათინურ ქვეყნებთან თანამშრომლობას იგი ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის(OAS) საშუალებით გააგრძელებს.

ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნების რეგიონალური ბლოკის სამიტი მომავალი წლის ივლისში გაიმართება, რომელიც ვენესუელის დამოუკიდებლობის ორასი წლისთავს მიეძღვნება.

XS
SM
MD
LG