ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი და მერკელი იტალიას დახმარებას აღუთქვამენ


სარკოზი და მერკელი იტალიას დახმარებას აღუთქვამენ

იტალიის, ევროზონის ზომით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ფინანსური კოლაფსი „ევროს აღსასრული იქნება“.

იტალიას გაორმაგებული საპროცენტო განაკვეთის გადახდა მოუწევს, რათა ექვსთვიანი ბონდის აუქციონზე დამატებითი კრედიტი აიღოს.

ევროზონის ქვეყნების ფინანსური არასტაბილურობა არამარტო ევროს გაუფასურებით, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე ვარდნითაც აღინიშნა. იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის მარიო მონტის ოფისმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები ხუთშაბათს მინი-სამიტზე მას დაეთანხმნენ იმაში, რომ იტალიის, ევროზონის ზომით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ფინანსური კოლაფსი „ევროს აღსასრული იქნება“.

ნიკოლა სარკოზიმ და ანგელა მერკელმა ხუთშაბათის შეხვედრაზე იტალიას დახმარება აღუთქვეს და ევროკავშირს ფისკალური კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს. თუმცა, მინი-სამიტზე რაიმე შეთანხმებას ევროპის ცენტრალური ბანკის შესახებ ადგილი არ ჰქონია. საუბარია ბანკის როლის გაზრდაზე პრობლემატური ეკონომიკის მქონე ევროზონის ქვეყნების დახმარებაზე და ევრობონდების გაყიდვის პირობებზე.

XS
SM
MD
LG