ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისის მომავალი


ტუნისის მომავალი
ტუნისის მომავალი

მთავრობის კაბინეტმა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს,უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს და მომავალ წელს არჩევნები ჩაატაროს.

მას მერე, რაც ტუნისში ხელისუფლება ზომიერ ისლამისტებსა და სეკულარულ პარტიებს შორის გადანაწილდა, ქვეყანაში ახლადარჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა დაიწყო.

ახალი მთავრობის 217 წევრი ერთმანეთს პირველად მას მერე შევხდა, რაც ერთი თვის წინ სამხრეთ აფრიკის ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩაატარდა.

აღსანიშნავია, რომ ტუნისში არჩევნებს წინ არეულობა უძღოდა, რის შემდეგაც ყოფილი პრეზიდენტი ზინა ელ აბიდინ ბენ ალი ქვეყნიდან გაიქცა.

ამ ეტაპზე კონგრესი მთავარი ამოცანა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შექმნაა. რაც შეეხება მთავრობის კაბინეტს, მან უნდა შეძლოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს, უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს და მომავალ წელს არჩევნები ჩაატაროს.

XS
SM
MD
LG