ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"შევრონი" დაჯარიმდა


"შევრონი" დაჯარიმდა
"შევრონი" დაჯარიმდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ამ ფაქტის გამო სასწრაფოდ მთავრობის წევრებს შეხვდა.

ბრაზილიამ ამერიკის გიგანტური ნავთობ-კომპანია “შევრონი” 28 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ჯარიმა “შევრონს” რიო დე ჟანეიროს მახლობლად ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობის გამო დაუწესდა.

“შევრონის” წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რათა ბრაზილიის მთავრობასთან მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს.

ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი ამ ფაქტის გამო სასწრაფოდ მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის თემა ნავთობის ჩაღვრის შედეგები და შექმნილი პრობლემების დაძლევა გახლდათ.

XS
SM
MD
LG