ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს ადვოკატების განცხადებით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

უკრაინის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს, ბრალი სახელმწიფო ქონების დატაცებაში, მითვისებაში და გადასახადების თავიდან აცილებაში დასდო.

ქვეყნის საგადასახადო სამსახურის განცხადებით, ქალბატონ ტიმოშენკოს უკრაინის ენერგო-კომპანიის ხელმძღვანელობის პერიოდში სახელმწიფოსადმი 6 მილიონი დოლარი მართებდა. საუბარია ფარულ კორპორაციულ დივიდენდებზე, რომელმაც ორგანიზაციას 165-მილიონიანი მოგება მოუტანა.

50 წლის ყოფილ ლიდერს თანამდებობრივი მოვალეობის გადამეტებისთვის 7 წელი აქვს მისჯილი. ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ მის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ „პოლიტიკურ ლინჩს“ უწოდებს.

ყოფილი პრემიერი გაისად დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მთავარი კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ტიმოშენკოს ადვოკატების განცხადებით ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG