ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

დღეს იემენის დედაქალაქ სანააში სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, დემონსტრაციის დროს მრავალი ადამიანი დაიჭრა.

საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ისინი პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვენ. პრეზიდენტის მომხრე ძალებმა დემონსტრაციას ცეცხლი შაბათსაც გაუხსნეს, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. შაბათის დემონსტრაცია სანაას უნივერსიტეტში დაიწყო, საიდანაც ოპოზიციის მომხრეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ.

იემენის ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ მომხდარ ფაქტს სამწუხარო უწოდა და შეტაკებების პროვოცირებაში ოპოზიციას დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG