ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობენ


პარიზში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობენ
პარიზში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობენ

ოთხშაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ, ამ პრობლემების გადასალახად ხუთ პუნქტიანი გეგმა დასახა.

პარიზში დაიწყო დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მეთაურების ორ დღიანი შეხვედრა. დღის წესრიგის წამყვანი საკითხები მსოფლიოს სახელმწიფოების ეკონომიკური მდგომარეობა და ევროპის ფინანსური კრიზისის დაძლევა იქნება.

ევროპელმა ლიდერებმა სწრაფად უნდა შეიმუშავონ სახელმწფოების სუვერენული დავალიანების კრიზისის დაძლევის გეგმა, რაც არაერთი ბანკის სტაბილურობას და ასევე, გლობალური ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს საფრთხეს უქმნის.

ოთხშაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ, ამ პრობლემების გადასალახად ხუთ პუნქტიანი გეგმა დასახა.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები დებენ პირობას, რომ მომავალ თვეს დიდი ოცეულის ლიდერების სამიტამდე მდგრად, გრძელვადიან გამოსავალს მოძებნიან ეკონომიკური პრობლემების დასარეგულირებლად.

XS
SM
MD
LG