ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოჯალანის დაპატიმრებიდან 13 წელი გავიდა


ოჯალანის დაპატიმრებიდან 13 წელი გავიდა

ყოველწლიურად ოჯალანის დაპატიმრების აღმნიშვნელი საპროტესტო აქციები ძალადობით და პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრები ქურთები ყოფილი ლიდერის აბდულა ოჯალანის შემპყრობიდან 13 წლისთავს აღნიშნავენ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ქურთებმა პროტესტის საშუალებით გამოხატეს.

ქალაქ ჰაკარიში შეიკრებილმა ქურთების მუშათა პარტიის მხარდამჭერებმა პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცერემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ქურთების ლიდერის შეპყრობიდან 13 წლისთავი სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ქურთებმაც აღნიშნეს.

ქურთი სეპარატისტების ლიდერი და ქურთების მუშათა პარტიის დამფუძნებელი აბდულა ოჯალანი 1999 წლის 15 თებერვალს დააკავეს. თურქეთის სასამართლომ ლიდერს სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა თურქეთში სიკვდილით დასჯის მუხლის გაუქმების შემდეგ, ოჯალანს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ოჯალანის დაპატიმრების აღმნიშვნელი საპროტესტო აქციები ძალადობით და პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდება.

XS
SM
MD
LG