ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები ლიბიაში


ბრძოლები ლიბიაში
ბრძოლები ლიბიაში

ოპოზიციის ბრძოლებს თანა ახლავს ნატოს ავიაციის მხარდაჭერა.

ლიბიაში ქალაქ ზავიასთან, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, ამბოხებულებსა და კადაფის ძალებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

ამბოხებულთა განცხადებით, მათ ქალაქის ცენტრისკენ რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს, თუმცა კადაფის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ისინი ზავიაზე კონტროლს ინარჩუნებენ. ზავია დედაქალაქ ტრიპოლსა და ტუნისის საზღვარს შორის მდებარეობს. ამბოხებულები ქალაქ კონტროლის დამყარებით კადაფის მთავრობას დახმარების მიღების გზას გადაუკეტავენ. ოპოზიციის ბრძოლებს თანა ახლავს ნატოს ავიაციის მხარდაჭერა.

შაბათს ამბოხებულებმა განცხადეს, რომ მათ ხელს იგდეს ქალაქი ღარიანი, რომელიც ტრიპოლიდან 100 კილომეტრით არის დაშორებული. „ასოშეიტედ პრესს“ მოყავს ერთერთი ამბოხებული მებრძოლის სიტყვები, რომლის თანახმადაც სამთავრობო ძალებმა ქალაქს ახალი შემადგენლობით შეუტიეს.

XS
SM
MD
LG