ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ეკონომიკურ რეფორმას ითხოვენ


ისრაელში ეკონომიკურ რეფორმას ითხოვენ
ისრაელში ეკონომიკურ რეფორმას ითხოვენ

გასულ შაბათს 300, 000 ადამიანი გამოვიდა თელავივისა და იერუსალიმის ქუჩებში.

ისრაელში საპროტესტო აქციის ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელის ეკონომიკური სისტემის რეფორმას მოითხოვენ.

აქტივისტების განცხადებით, დემონსტრაციები მოეწყობა ქალაქ ბირშიბასა და ხაიფაში. რეფორმის მომხრე აქციები გასულ თვეს დაიწყო და მთელს ქვეყანას მოედო.

გასულ შაბათს 300 000 ადამიანი გამოვიდა თელავივისა და იერუსალიმის ქუჩებში. ისრაელის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო.

აქციის მონაწილეები დაბალი ხელფასს, მაღალ სახელმწიფო გადასახადებს და ნავთობსა და საკვებზე ფასის გაზრდას აპროტესტებენ.

პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იგეგმება ეკონომიკური რეფორმები და აქტივისტებთან მოლაპარაკება. თუმცა აქტივისტებმა დიალოგზე უარი განაცხადეს .

XS
SM
MD
LG