ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონური ოპტიმიზმი


იაპონური ოპტიმიზმი
იაპონური ოპტიმიზმი

მთავრობა მოუწოდებს მოსალხეობას, დაზარალებული ტერიტორიები დატოვოს.

თვითმფრინავი მიწისძვრისგან დაზარალებულ ქალაქ სენდაის უახლოვდება, ზღვის სანაპიროს გასწვრივ ჯერ კიდევ მოჩანს ცუნამისგან მიყენებული ჭრილობები. ამ გაუდაბურებულ ადგილზე ადრე საწარმოები, საცხოვრებელი სახლები და სკოლები იდგნენ. თუმცა გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება. აქ ზღვის სანაპიროსთან სენდაის აეროპორტი იყო, რომელიც ცუნამიმ ერთბაშად წალეკა.

სულ რაღაც ხუთ თვეში მსოფლიოსთან დამაკავშირებელი აეროპორტი ხელახლა გაიხსნა. ტაკაში მაკაო ერთ-ერთია იმ დარჩენილი სამი მოსახლიდან, რომლებიც სენდაის გარეუბან ოკადაში ცხოვრობენ. მას კარგად ახსოვს 11 მარტს გამაფრთხილებელი სირენის ხმა, როდესაც მეორე სართულის აივანზე აირბინა.

„ როდესაც მიწისძვრა მოხდა, უნებურად გავიფიქრე რა ძალის ცუნამის გამოწვევა შეეძლო. როდესაც დავინახე, რომ პირველმა ტალღამ ფიჭვის ხეებს თავზე გადაუარა მივხვდი, რომ უზარმაზარი ცუნამი მოდიოდა. არაფრის გაკეთება არ შემეძლო ისე ვუცქერდი, როგორ უახლოვდებოდა ცუნამი ქვემოთ გაჩერებულ ჩემს ავტომობილს. რა გაეწყობოდა, მეორე სართულზე ამოვედი და აქედან ვუყურე ყველაფერს.“

სახლის პირველი სართული თითქმის მთლიანად განადგურდა. ტაკაშიმ ყველაფრის აღდგენა საოჯახო აკლდამიდან დაიწყო. წინ კიდევ დიდი სამუშაოა.

“ყველა იმას ამბობს, რომ ფული დაგვიანებით იგზავნება. სენდაის მაცხოვრებელთა მხოლოდ 30%-მა მიიღო დახმარება. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბის კატასტროფისას მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს წარმოქმნილ პრობლემებს. თუ ისინი იტყვიან, რომ ეს ადგილი უვარგისია საცხოვრებლად, მე მზად ვარ ავიბარგო აქედან, მაგრამ ახლახანს შუქნიშნები აღადგინეს, ესე იგი ცხოვრება გრძელდება. თუმცა ზუსტად არავინ არაფერი იცის.“

გარეთ ინჟინრები სატელეფონო კაბელს ამონტაჟებენ. ელექტროენერგიით, სასმელი წყლით და ბუნებრივი აირით მომარაგებაც აღდგენილია. აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დაჯდება.

უძველესი ჰამა კაიდოს სანაპირო გზის სენდაის მონაკვეთი ახლა სატვირთო მანქანებით არის გადატვირთული, რომლებსაც ნანგრევებიდან ამოღებული სამშენებლო ნაგავი ტიპიური იაპონური აკურატულობით გააქვთ. ხელისუფლება ამ ნარჩენების 50%-ის ხელახლა გამოყენებას გეგმავს. დანარჩენი დაიწვება, ან დაიმარხება სპეციალურ ადგილებში.

მიუაგის პრეფექტურაში ხელისუფლებამ 18 მილიონი ტონა ნარჩენები მოაგროვა. მაედა ჰიროკო საკუთარ ბოსტანს წყალმცენარეებისგან ასუფთავებს, მაგრამ ნიადაგი ზღვის მარილიანი წყლითაა გაჟღენთილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მოსავლის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

:“ მთავრობა აცხადებს, რომ მოსახლეობამ ეს ადგილები უნდა დატოვოს, მაგრამ აქ ჩვენი მიწა და სახლებია. მჯერა, ვისი სახლებიც გადაურჩა სტიქიას ისინი მაინც დაბრუნდებიან.“

იაპონიის საზოგადოებაში არსებული ეს ოპტიმიზმი აღდგენით სამუშაოებს აადვილებს. თუმცა გადარჩენილებს მაინც აფიქრებთ გაურკვეველი მომავალი.

XS
SM
MD
LG