ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიის პოლიციამ ბრეივიკი კვლავ დაკითხა


ნორვეგიის პოლიციამ ბრეივიკი კვლავ დაკითხა

32 წლის ბრეივიკმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ის თავს ტერორისტად არ მიიჩნევს.

ნორვეგიის პოლიციამ დღეს კიდევ ერთხელ დაკითხა ანდერს ბრეივიკი, რომლის მიერ განხორციელებულმა ტერაქტებმა 76 ადამიანის სიცოცხლე შეწირა.

ოსლოში მთავრობის სასახლის მახლობლად ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა. უმეტესობა კი, ნორვეგიელმა ტერორისტმა კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში გამოასალმა სიცოცლხეს.

32 წლის ბრეივიკმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ის თავს ტერორისტად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ის ჯვაროსნული ორგანიზაციის წევრია, რომელიც ევროპაში მუსლიმანების იმიგრაციისა და მულტიკულტურიზმის წინააღმდეგ გამოდის.

ნორვეგიის პოლიცია თვლის, რომ ბრეივიკი მარტო მოქმედებდა და არ იმყოფება სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში.

XS
SM
MD
LG