ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კიდევ უფრო გახშირდა პარტიზანული თავდასხმები, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა კარზაიმ ამ გეგმის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ავღანელმა პარტიზანებმა გააძლიერეს შეტევები სამთავრობო ძალებზე, როდესაც დასავლეთის სამხედრო კოალიცია ცდილობს ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებზე კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს.

ავღანეთის მთავრობის ინფორმაცის თანახმად, თალიბებმა ქალაქ ყანდაარის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი და სამი ოფიცერი მოკლეს.

ბალხის პროვინციის დედაქალაქ მაზარი-შარიფში კი ველოსიპედზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. ეს რაიონი ერთ-ერთია იმ შვიდი პროვინციიდან, რომლებშიც დასავლეთის კოალიციის მიერ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის გადაცემის პროცესი დაიწყო.

ავღანეთში კიდევ უფრო გახშირდა პარტიზანული თავდასხმები, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა კარზაიმ ამ გეგმის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

XS
SM
MD
LG