ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენჭისყრა კონგრესში კვლავ გადაიდო


კენჭისყრა კონგრესში კვლავ გადაიდო
კენჭისყრა კონგრესში კვლავ გადაიდო

ფინანსური პრობლემის გადაჭრისთვის პრეზიდენტი ობამა და მის ოპოზიციაში მყოფი რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ერთმანეთს რეალური კომპრომისებისკენ მოუწოდებენ. 14, 3 ტრილიონიანი ვალის ლიმიტის გაზრდის საბოლოო ვადა 2 აგვისტოა.

ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებულ დათმობებთან დაკავშირებით. იმ პროგრამების სიაში, რომლებიც რესპუბლიკელთა მოთხოვნით უნდა შეიკვეცოს, პოპულარული სოციალური დახმარებებია, მათ შორის - პენსიები და მოხუცებულთა თუ ვეტერანთა ჯანდაცვის პროგრამები. სანაცვლოდ პრეზიდენტი კომპრომისის სახით ყველაზე მდიდარი მოსახლეობის და დიდი კორპორაციებისთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვს.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეულ მიმართვაში სენატორმა, ორინ ჰეთჩმა, პრეზიდენტის მერ შემოთავაზებულ დათმობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი ჯონ ბონერის თქმით, ყველაფერს შემდეგი კვირის კენჭისყრა გადაწყვეტს.

XS
SM
MD
LG