ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატასტროფა ინდოეთში


კატასტროფა ინდოეთში
კატასტროფა ინდოეთში

მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. ექსპრესს მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დიაღუპა და ასამდე დაშავდა.

თუმცა, ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მატარებლის რელსებიდან გადასვლის მიზეზი ცნობილი არ არის. ხელისუფლების ცნობით, მატარებელი ქალაქ ჰოვრაჰიდან დელისკენ მიემართებოდა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ინდოეთის სარკინიგზო ქსელი მსოფლიოში ერთერთი უდიდესია, ამავდროულად ხშირია სარკინიგზო ავარიების შემთხვევები, რასაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმართაობას მიაწერენ.

XS
SM
MD
LG