ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში აქციაზე ათასობით ადამიანი გავიდა


თბილისში აქციაზე ათასობით ადამიანი გავიდა

სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თბილისში, თავისუფლების მოედანზე 3 საათზე შეიკრიბნენ.თავშეყრის ადგილი მათ ჰქონდათ ვარდების მოედანზე, ფილარმონიასთან და ავლაბრის მეტროსთან. სამის ნახევარზე თავისუფლების მოედანზე 100 კაცამდე იდგა ძლიერი წვიმის ქვეშ. ამ დროს სახალხო კრების ლიდერს - ნონა გაფრინდაშვილს გავესაუბრე, რომელმაც თქვა :

”რაც ხდებოდა გუშინ მთელი დღის განმავლობაში და შუაღამეს, როცა ხელისუფლებამ მობილიზაცია გაუკეთა მოსამართლეებს, როცა სახლებში უვარდებოდნენ ლიდერებს.. იმდენად მხდალია ეს ხელისუფლება, ეშინია ხალხის, შესწავლილი ჰქონდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი უნდა მოსულიყო.. აბსოლუტურად აამუშავეს მთელი თავიანთი მექანოზმები, სახელმწიფო , ძალოვანი სტრუქტურები.. იმდენი მანქანაა ჩამორთმეული ."

არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები: ”ჯერ ერთი საქართველოა, ასევე უცნობია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების გეგმები . ამიტომ პროგნოზების კეთება ცარიელი მარჩიელობა გამოვა”.

უნდა აღინიშნოს, რომ ”დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება მშვიდობიანად არ გადადგება, მაშინ მმართველი გუნდი ძალისმიერ რევოლუციას მიიღებს. საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, მაგრამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, სამხედრო აღლუმს 26 მაისს სახელმწიფო, და არა ხელისუფლება აღნიშნავს.

აქციაზე თავისუფლების მოედანზე მანდილოსათა ჯგუფს მივმართე კითხვით, რა მიზნით შეუერთდნენ აქციას? იზოლდა ტატანაშვილმა მონაწილეობა აქციაში შემდეგი გარემოებებით ახსნა :

” ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავს, ცინიკური დამოკიდებულება აქვს მოსახლეობის მიმართ, ხალხი გაუსაძლის ყოფაშია”.

აქციის ლიდერები დღეს აცხადებდნენ, რომ დიდხანს დგომას თავისუფლების მოედანზე არ აპირებენ, ვინაიდან თვლიან, რომ მიზანს მოკლე დროში მიაღწევენ.

აქციის ლიდერი ირაკლი ბათიაშვილის :

” ჩვენ ყველაფერი ზუსტად გვაქვს გაწერილი. აი, შიშველი ხელებით ვართ მოსული. აქციები დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ რამდენიმე დღე ალბათ გაგრძელდება ”.

მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი :

” ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად. ხომ ხედავთ, რამდენი ხალხია აქ ?! სავსეა მტელი მოედანი..”

გოგი ქავთარაძე :

” ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, არავითარი უკან დახევა არ იქნება..”.

თბილისის მსგავსად საპროტესტო მიტინგი ბათუმშიც გაიმართა. ბათუმში აქცია არ დაიშლება, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი არ დასრულდება, აცხადებენ ბათუმში მიტინგის მონაწილეები. თბილისში აქციაზე ადამიანთა ჯგუფს გავესაუბრე, რომლებისრომლებიც რუსთავიდან ჩამოვიდნენ :

” მანქანები წაგვართვეს, ნახევარზე მეტი ხალხი აქ ვერ წამოვიდა. აქ ამაღამაც დავრჩებით და სანამ ეს ხელისუფლება არ წავა აქ დავრჩებით”.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს უნგრეთში გაემგზავრა.

თბილისში მოდულის შენობის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აქციას არ შეუერთდა ”ქართული პარტია”.

თუმცა სოზარ სუბარის თქმით, ვითარების დაძაბვის შემთხვევაში ქართული პარტია აქციის მონაწილეებს დაეხმარება.

XS
SM
MD
LG