ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონას რესპუბლიკური დებატები


არიზონას რესპუბლიკური დებატები

ირანის ბირთვული პროგრამა და ერთი განსხვავებული მოსაზრება

რესპუბლიკური პარტიის დარჩენილი ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი ერთამენთს არიზონაში პრაიმერის წინ ტელედებატებში დაუპირისპირდა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი იუწყება კონკურენტებს შორის ყველაზე მძაფრი დაპირისპირება ირანის ბირთვული შესაძლებლობის შესახებ მსჯელობას მოყვა.

ერთთვიანი შესვენების შემდეგ, რესპუბლიკელთა ოთხეული ერთმანეთს ამჯერად არიზონაში შეხვდა. როგორც ვარაუდობდნენ მათი მთავარი სასაუბრო გადასახადები, სამთავრობო დანახარჯები და არალეგალური იმიგრაცია იყო. თუმცა, დებატების დასასრულს საუბარი საგარეო პოლიტიკასაც შეეხო. კერძოდ, შეერთებული შტატების დამოკიდებულებას ირანის ბირთვული პროგრამისადმი. ოთხიდან სამმა კანდიდატმა ირანის წინააღმდეგ უფრო გადამჭრელი და მკვეთრი ზომების გატარებას მოითხოვა. მათ გააკრიტიკეს ობამას ადმინისტრაცია ირანის წინააღდმეგ არასაკმარისი ქმედითი ზომეეის გატარების გამო. მათ შორის იყო ყოფილი პენსილვანიელი სენატორი რიკ სანტორუმი.

„ისინი აპირებენ დაუპირისპირდნენ თეოკრატიულ რეჟიმს, რომელსაც სურს ისრაელის განადგურება და რადიკალური ისლაზმის დომინირება მსოფლიოში და როგორც ამერიკას უწოდებენ - დიდი სატანის დამარცხება. ჩვენ ამ დროს არაფერს ვაკეთებთ. ეს არის პრეზიდენტი რომელიც უნდა წავიდეს და თქვენ გინდათ ლიდერი ვინც მათ პასუხს გაცემს. მე გავაკეთებ ამას,“ - განაცხადა სანტორუმმა.

სანტორუმის მთავარი მეტოქე მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნია. მანაც ირანის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარება მოითხოვა.

„ჩემი აზრით, არცერთი საკითხში არ აქვს მას ისეთი ჩავარდნა როგორც ირანის საკითხში. ამ პრეზიდენტს ირანის წიანაღმდეგ მკაცრი სანქციები თავიდანვე უნდა დაეწესებინა. თუმცა, ამან ეს არ გააკეთა,“ - განაცხადა რომნიმ.

წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი რომნის და სანტორუმს ჩამორჩება. თუმცა იმედოვნებს, რომ 6 მარტს თავის მშობლიურ ჯორჯიაში და კიდევ დარჩენილ შტატებში წარმატებას მიაღწევს. გინგრიჩმაც ირანის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა მოითხოვა.

„თუკი ფიქრობთ რომ შეშლილ ადამიანს უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი და თუ ფიქრობთ რომ ეს გიჟი ამ იარაღს გამოიყენებს, აბსოლუტურად სრული მორალური ვალდებულება გაქვთ, რომ დაიცვათ თქვენი ხალხის სიცოცხლე და გაანადგუროთ ის შესაძლებლობა რაც ხელს შეუწყობს ბირთვული იარაღის შექმნას,“ - განაცხადა გინრიჩმა.

სამივე კანდიდატისგან განსხვავებული ხედვა წარმოადგინა ტეხასელმა კონგრესმენმა რონ პოლმა. მან ირანში და ავღანეთში სამხედრო კამპანიების წინააღმდეგ გამოთქვა მოსაზრება და განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სამხედრო კამპანიის დაწყებას.

„მე არ ვარ თანახმა, რადგან არ ვიცით აქვთ თუ არა მათ იარაღი. ფაქტია რომ არ გვაქვს ამის მტკიცებულება. ისრაელი აცხადებს რომ მათ არ აქვთ ამის მტკცებულება, ხოლო ჩვენი მთავრობა კი ამას არ ამბობს. მე არ მსურს, რომ მათ ქონდეთ იარაღი, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ქმედებით მათ ვუბიძგებთ ამ იარაღის შექმნისკენ, რადგან ისინი ჩვენგან გრძნობენ საფრთხეს,“ - განაცხადა რონ პოლმა.

მომდევო სამშაბათს არიზონაში და მიჩიგანში რესპუბლიკური პრაიმერები გაიმართება. ჯერჯერობით ოთხიდან სამ კანდიდატს სულ ცოტა ერთი პრაიმერი და კოკუსი მაინც აქვს მოგებული. ამდენად, თუ ვის დაასახელებენ აგვისტოში რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად, ჯერ ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG