ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ინდოეთს ეწვია. მისი ორდღიანი ვიზიტის მიზანი ამერიკა-ინდოეთს შორის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა. ჰილარი კლინტონის ვიზიტი ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებული სტრატეგიული დიალოგის ნაწილია, რომელსაც საფუძველი ვაშინგტონში ჩაეყარა. ინდოეთში ჰილარი კლინტონი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება, სადაც რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. საუბარი შეეხება ავღანეთს და პაკისტანს. რეგიონალური საკითხების გარდა ვიზიტის დროს ასევე განხილული იქნება ამერიკა-ინდოეთს შორის სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის თემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის ერთერთი მთავარი ნაწილია. ჰილარი კლინტონის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ინდოეთში ქალაქ მუმბაიში ტერაქტების სერია განხორციელდა რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

XS
SM
MD
LG