ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეზარია ევორა გარდაიცვალა


სეზარია ევორა გარდაიცვალა

კაბო-ვერდელ მომღერალს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა

70 წლის ასაკში ცნობილი კაბო-ვერდელი მომღერალი სეზარია ევორა გარდაიცვალა. შემოდგომაზე, "ფეხშიშველა ქალბატონმა" ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესტრადიდან წასვლის შესახებ განაცხადა. უკანასკნელ წლებში სეზარია ევორას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. 2008 წელს მელბურნში კონცერტის შემდეგ მომღერალს ინსულტი განუვითარდა. 2010 წელს მას პარიზში გულის ოპერაცია ჩაუტარდა. სეზარია ევორა 1941 წლის 27 აგვისტოს, კაბო ვერდეში დაიბადა და პოპულარობა პორტუგალიური ფოლკლორული სიმღერით მოიპოვა.

XS
SM
MD
LG