ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ლიდერის რიტორიკული შეკითხვა


ლიბიის ლიდერის რიტორიკული შეკითხვა
ლიბიის ლიდერის რიტორიკული შეკითხვა

ლიბიელი აჯანყებულების განცხადებით, მუამარ კადაფის ერთგული ძალები ქალაქ ბენგაზის გარეუბნებში შევიდნენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ ლიბიის კრიზისის განხილვის მიზნით.

ლიბიის სამთავრობო ჯარებმა ბენგაზის თავზე აჯანყებულთა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. კადაფის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, მისი ერთგული ნაწილები აგრძელებენ იერიშს ბენგაზიში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ.

ამასობაში მუამარ კადაფიმ გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას რიტორიკული კითხვით მიმართა, თუ როგორ მოიქცეოდნენ ისინი მსგავსი რამ ამერიკაში რომ მომხდარიყო. მისი მტკიცებით, ლიბიელი აჯანყებულები ალ-ყაიდას წევრები არიან.

XS
SM
MD
LG