ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში დიდთოვლობაა


ამერიკაში დიდთოვლობაა
ამერიკაში დიდთოვლობაა

შეფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება მთელი რეგიონის მაშტაბით

გუშინ, ამერიკის აღმოსავლეთის შტატებში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო გზატკეცილები ჩაიხერგა და შეფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება მთელი რეგიონის მაშტაბით.

ქალაქ ვაშინტონში, დღის განმავლობაში მოსულმა 25 სანტიმეტრიანმა თოვლის საფარმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები და მანქანის მფლობელები აიძულა რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩებში ტრანსპორტის გარეშე დარჩენილიყვნენ.

ასობით ათას ოჯახს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

უამინდობამ უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის პრეზიდენტზეც. ვისკონსინის შტატიდან შინ დაბრუნებულ ბატონ ობამას ავტოკოლონას ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის სამხედრო საჰაერო ბაზაზე დაშვების შემდეგ თეთრ სახლში მისასვლელად ერთი საათი დასჭირდა.

ამ ფონზე, აღმოსავლეთ ამერიკის სხვა ქალაქებშიც დიდთოვლობას ებრძვიან. ნიუ იორკის მერმა მაიქლ ბლუმბერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG