ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთში სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის გაგზავნას გეგმავს. აპარატს ხელეწიფება საშუალო ზომის ქალაქის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის მოძრაობის დაფიქსირება და გადაცემა.
საავიაციო დაზვერვის სისტემა შეიცავს 9 ვიდეო კამერას და მას "გორგონას მზერა" ჰქვია.
ამჟამად მოქმედებაში მყოფი საავიაციო სადაზვერვო აპარატზე მხოლოდ ერთი კამერაა დამონტაჟებული და პატარა ტერიტორიის დაფიქსირება შეუძლია.
სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ეს ახალი საჰაერო-სადაზვერვო სისტემის ფუნქციონირება ნაყოფს სახმელეთო დაზვერვასთან შერწყმით გამოიღებს.