ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტისამშვიდობო კანონპროექტი


ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გამოყვანა ეროვნული რეფერნდუმზე უნდა გადაწყდეს.

ისრაელის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა პალესტინასთან და სირიასთან სამშვიდობო პროსესი ჩაახშოს.

კერძოდ, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ისრაელის მთავრობას აუკრძალავს აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანის მაღლობებზე დაკავებული ოკუპირებული ტერიტორების დათმობას.

კანონპროექტის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის თანხმობაა საჭირო. თუკი პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცება ვერ მოხერხდა, მაშინ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გამოყვანა ეროვნული რეფერნდუმზე უნდა გადაწყდეს.

მანამდე კი პაკლესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მანამდე არ დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ისრაელი არ შეაჩერებს ებრაული დასახლებების მშენებლობას.

XS
SM
MD
LG